ვის და როგორ შეეხება საჯარო სამსახურის შესახებ კანონში ცვლილებები – იურისტის განმარტება 

5 days ago 4

“ქართულმა ოცნებმა” დაჩქარებული წესით დაამტკიცა საჯარო სამსახურის შესახებ კანონში ცვლილებები. კანონში 11 ცვლილება შევიდა, რომელსაც იურისტები წარსულში დაბრუნბად მიიჩნევენ და შიშობენ, რომ ეს მნიშვნელოვნად დააზიანებს საჯარო სამსახურში დასაქმებულ პირთა უფლებებს. 

“ამ ცვლილებების შემდეგ, სამსახურიდან უსამართლოდ გათავისუფლებული საჯარო მოხელეები, არა თუ სამართლებრივ შედეგს ვერ მიაღწევენ, არამედ სოციალურ ქსელშიც ვეღარ იტყვიან სათქმელს”.

“მოზაიკა” დაინტერესდა, როგორ შეეხებათ კანონში შეტანილი ცვლილებები მერიის, მუნიციპალური ა(ა)იპ -ების და საკრებულოს თანამშრომლებს? 

“ადამიანის უფლებათა ცენტრის” იურისტის განმარტებით, კანონში შეტანილი ცვლილებები პირდაპირ ეხებათ მერიასა და საკრებულოში დასაქმებულ ადამიანებს.

“ცვლილებები ძირითადად ეხებათ საჯარო მოხელეებს, რომლებიც დასაქმებული არიან მერიასა და საკრებულოში, ნაკლებად ან საერთოდ არ ეხებათ ა(ა)იპ-ის თანამშრომლებს, რამდენადაც ისინი არ ითვლებიან საჯარო მოსამსახურეებად”, – ამბობს იურისტი ალექსი მერებაშვილი. 

კანონში ცვლილებების განხორციელების ავტორები ამბობენ, რომ მნიშვნელოვანი ცვლილება, რომელიც კონსულტაციის შემდეგ შევიდა კანონპროექტში, არის ის, რომ პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელები და მისი მოადგილეები ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირები ხდებიან.

იურისტების განმარტებით, კონკრეტულად ეს ნაწილი მიანიშნებს იმაზე, რომ არც ერთი დასაქმებულის უფლება აღარ იქნება დაცული და დამსაქმებელს შეეძლება ნებისმიერ დროს გაათავისუფლოს ისინი სამსახურიდან.

“წლებია, უკვე ვაკვირდებით, თუ როგორ გამოყენება რეორგანიზაციის პროცესი ადგილობრივ თვითმმართველობაში. მისი პირველი მიზანი ყოველთვის იყო ხელმძღვანელთათვის მიუღებელი თანამშრომლების სამსახურიდან გათავისუფლება, მათი პოლიტიკური თუ სხვა პირადი მიუღებლობის გამო. ამასთან, დაწესებულების ხელმძღვანელს შეუძლია ნებისმიერი დროს ყოველგვარი საფუძვლის გარეშე გაათავისუფლოს ისინი სამსახურიდან, ერთთვიანი კომპენსაციის სანაცვლოდ”, – ამბობს “ადამიანის უფლებათა ცენტრის” იურისტი. 

იურისტი განმარტავს, რომ კონკრეტული ცვლილებების გამო, ორგანიზაციას ახლა უფრო მარტივად შეეძლება თანამშრომელი გაათავისუფლოს. 

“ადრე თუ მოხელის შეფასება ხდებოდა წელიწადში ერთხელ, ახლა ეს შეფასება უნდა ჩატარდეს წელიწადში ორჯერ, ამ შეფასების შედეგები 1 თვის ვადაში შეუძლია შეცვალოს დაწესებულების ხელმძღვანელმა. ორჯერ ზედიზედ უარყოფითი შეფასება უდრის მოხელის სამსახურიდან გათავისუფლებას”, – განმარტავს იურისტი. 

ლექსო მერებაშვილის შეფასებით, აღნიშნული ცვილებების ძალაში შესვლის შემდეგ, საჯარო სამსახურში დასაქმებულები ყოველგვარი გარანტიის გარეშე რჩებიან. მათ აღარ რჩებათ სამართლებრივი დავით შედეგის მიღწევის შესაძლებლობა. 

“მოკლედ, შეიძლება ვთქვათ, რომ ამ ცვლილებების ძალაში შესვლის შემდეგ, საჯარო მოხელეები რჩებიან ყოველგვარი გარანტიების გარეშე, ნებისმიერ დროს ფორმალური რეორგანიზაციის პირობებში მოხდება მათი სამსახურიდან გათავისუფლება”, – ამბობს მერებაშვილი. 

შეგახსენებთ, რომ პარლამენტმა პლენარულ სხდომაზე, მესამე მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილა და 79 ხმით მიიღო აღნიშნულ კანონში შეტანილი ცვილელები. კანონპროექტის ავტორები ამტკიცებენ, რომ აღნიშნული ცვილებები მოხელის ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსის წესით დანიშვნასთან, მოხელის უშუალო ხელმძღვანელის მიერ მომზადებულ შეფასებასთან და საჯარო დაწესებულებაში რეორგანიზაციასთან დაკავშირებულ საკითხებს აწესრიგებს.

სრულად წაკითხვა