ვის ეკუთვნის რესტორანი “ქვევრი”, სადაც გუშინ გვიან ღამით სროლა იყო?

3 days ago 2

267

გუშინ, რესტორან „ქვევრში“ სროლა მოხდა.

„ტვ პირველის“ ცნობით, დაპირისპირება რესტორნის მფლობელს, ზურაბ ტიბუას და მეწილე ლაშა ბასლანძეს შორის მოხდა, რის შემდეგაც ლაშა ბასლანძემ იარაღიდან გაისროლა – ოფიციალურად ეს ინფორმაცია დადასტურებული არ არის.

ტელეკომპანიის ცნობით, დაკითხვაზე იმყოფება ზურაბ ტიბუა, ხოლო ბასლანძე გამოკითხვაზე ამ დრომდე არ დაუბარებიათ.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

bm.ge დაინტერესდა, ვის ეკუთვნის რესტორანი ქვევრი, გავრცელებული ინფორმაციის მიუხედავად, ტიბუა და ბასლანძე რეესტრში რესტორნის თანამფლობელებად მითითებული არ არიან. თბილისის და ბათუმის ” ქვევრის” წილის 100%-ს ბასლანძე ფლობს და ისაა დირექტორიც.

სრულად წაკითხვა