WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

27

ბლოგერი თორნიკე რაზმაძე შალვა პაპუაშვილს პასუხობს:

ფსიქიკურად არამდგრადიაო ეს ადამიანი, ზედმეტად ემოციურია და ეტყობა, ვერ არისო. რამეს ხომ რ გახსენებთ ეს ამბავი? მე ძალიან ცხადად მახსენებს მაგალითად საბჭოთა პრაქტიკას, როდესაც ადამიანების ნაწილს ხვრეტდნენ, ნაწილს აციმბირებდნენ, ნაწილს კი აცხადებდნენ ფსიქიკურად გაუწონასწორებლად, და მაშინდელ ტერმინს გამოვიყენებ, საგიჟეთში ამწყვევდნენ. საზოგადოება უკეთესად შეაფასებს ვინ არის გაუწონასწორებელი, ვის ებმება ენა და ვის ეტყობა, რომ გუშინ ბიძინა ივანიშვილმა ყური აუწია. რამდენი იფაფხურეს, რამდენი სცადეს, ხან იმის დაბრალება, რომ კობახიძეს აგინაო, მერე იურიდიულად არ გამოდიოდა ეგ ამბავი და ბოლოს მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ ეგ ბიჭი გიჟიაო. შეიძლება რაღაც კუთხით, ეგრე სჯერათ კიდევაც. ივანიშვილთან ვინც მუშაობს და ემონება ფულის გამო, ვერ წარმოუდგენია, რომ უბრალოდ ასე, არაფერის გამო და მათთვის წარმოუდგენელი მოტივით, რაც ნიშნავს პატრიოტიზმს, რაღაცებს იპრობლემებდე ცხოვრებაში და რაღაცებზე საუბრობდე – ამბოსბ რაზმაძე.