20
GORBI-მ „იმედის“ დაკვეთით მორიგი კვლევა ჩაატარა. ივნისში ჩატარებული მათივე კვლევის ახალ შედეგებთან შედარებისას, მმართველი გუნდის რეიტინგი საგრძნობლად გაზრდილია.
GORBI-ს წინა კვლევა ჩატარდა 22 ივნისი 5 ივლისის პერიოდში. მაშინ მმართველი პარტიის რეიტინგი 56.2% იყო, ეს მონაცემი კი დაახლოებით ერთ თვეში, 65.9%–ად იქცა.
კლება დააფიქსირა “გორბიმ” „ლელოს“ რეიტინგში, რომელიც 10.7% იყო და ახლა მათი მხარდაჭერა 10.4%-ით დაითვალა.
გიორგი ამტკიცებს, რომ გახარიას პარტიის მაჩვენებელი წინა კვლევაში 10% იყო, ახლა კი 10.7%-ია. ასევე, კომპანია წერს, რომ დაახლოებით ერთი თვის შუალედში გაზრდილია „გირჩის“ რეიტინგიც 3.2%-დან 5.1%-მდე.
რაც შეეხება „პატრიოტთა ალიანსს“, მათი მონაცემი GORBI-ს წინა კვლევაში 1.8% იყო, ხოლო ახლა მათი რეიტინგი 4.2% –ით წარმოადგინა “გორბიმ”.
“გორბი” ამტკიცებს, რომ არჩევნებში მონაწილე ოპოზიციური პარტიების რეიტინგი მცირედით გაზრდილია, „ნაციონალური მოძრაობისა“ და პარტია „ახლის“ მხარდამჭერთა ნაწილის ხარჯზე, რადგან ეს ორი პარტია არჩევნებში არ მონაწილეებს, მათი ამომრჩეველთა ხმების ნაწილი სწორედ ოპოზიციურ პარტიებზე გადანაწილდა.