საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი დღევანდელ, 9 მაისის მარშს სოციალურ ქსელში ეხმიანება:
ვისაც გვჯერა ევროპული საქართველოსი და არა რუსულ ჩექმის ქვეშ გატრუნულისა, დღეს ყველა ვიქნებით 7 საათზე ევროპის მოედანზე!” – წერს სალომე ზურაბიშვილი.
ევროპის დღეს თბილისის ქუჩები ისევ საპროტესტო მსვლელობებით გადაივსება. ყველა სფეროს წარმომადგენელმა საკუთარი ლოკაცია უკვე შეარჩია-მარშები ევროპის მოედანისკენ 5 ადგილიდან მოეწყობა. ევროპის დღეს, 9 მაისს, შეკრების ადგილი 19:00 საათზე ევროპის მოედანი იქნება.