„ვისაც თავის არეში გაქვთ დაზიანებები, ყურადღებით მიადევნეთ თვალი ნებისმიერ უმნიშვნელო სიმპტომს, რადგან ქალასშიდა სისხლდენებს ხშირად ახასიათებს პერიოდი, როცა პაციენტი უსიმპტომოა, მაგრამ სინამდვილეში სისხლდენა გრძელდება“ – ნანა გეგეჭკორი

2 weeks ago 3

ნანა გეგეჭკორი სოციალურ ქსელში საზოგადოებას მიმართავს.

ექიმი წერს, რომ ვისაც თავის არეში დაზიანებები აღენიშნება ყურადღებით უნდა მიადევნონ თვალი ნებისმიერ უმნიშვნელო სიმპტომსაც კი.

„გთხოვთ გაითვალისწინეთ!

ვისაც თავის არეში გაქვთ დაზიანებები, ყურადღებით მიადევნეთ თვალი ნებისმიერ უმნიშვნელო სიმპტომს, რადგან ქალასშიდა სისხლდენებს ხშირად ახასიათებს ეგრეთ წოდებული “ლუციდური პერიოდი”, ანუ ნათელი პერიოდი, როცა პაციენტი უსიმპტომოა, მაგრამ სინამდვილეში სისხლდენა გრძელდება და როცა ისეთი ზომისაა რომ თავის ტვინის სტრუქტურებს მექანიკურად დააწვება უკვე ძალიან ცოტა დრო რჩება ექიმს რეაგირებისთვის.

თავის არეში მიყენებული სერიოზული ტრავმა არის სასიკვდილო საფრთხის შემცველი და არავითარ შემთხვევაში არ დატოვოთ უყურადღებოდ. აუცილებლად მოითხოვეთ ექიმის ყურადღება, რათა ზუსტად შეფასდეს დაზიანების ხარისხი და რისკები,“ – წერს ნანა გეგეჭკორი.

სრულად წაკითხვა