WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

19

მიხეილ სააკაშვილი ციხიდან წერილს აქვეყნებს:

,,რა მაგარი პოლიტიკა დამკვიდრდა, პოლიტიკური პროცესის მთავარი მსაჯი არის ივანიშვილი. როგორც კი ოპონენტებიდან ვინმე კარგად უტევს, უსტვენს და აძევებს, თუ დავის გუნდიდან არ მოეწონა იმათ აძევებს რუსთავში.

ხოდა ახლა საკონსტიტუციოს თავმჯდომარეს ხატიას დანახვის შეეშინდა და ეგრევე გააძევა, მერე ზაზამ რამდენიმე გოლი გაუტანა და ეგეც გააძევა, მერე გარემარბმა გვარამიამ აკრიფა სიჩქარე და ეგრევე წითელი აჩვენა.

ისე მეგობრებო, ის “ისკანდერი”, რომელიც ჩემი დავალებით მოიპარეს, ყვარლის ვენახის მარანშია შენახული, კარგად ჩაციებული საფერავის და პინოს ბოთლებს შორის.

და ცნობისთვის მათთვის, ვისაც სიმართლე აინტერესებს, “ისკანდერები” 2008-ში რუსეთს არ ჰქონდა, 2013-ში გაუჩნდათ.“