10
ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია, სკოლის ფორმები რომ 95 ლარი ეღირება, იმ ფაქტს ეხმურება:
,,სკოლის ფორმაო 95 ლარი ეღირებაო, მინიმუმ ორი ხელი ფორმა სჭირდება მოსწავლეს. 190 ლარი უნდა გაისროლოს მშობელმა არაფერში. ბავშვები სწრაფად იზრდებიან. დღეს რაც მოსდის, ხვალ შეიძლება არ მოუვიდეს.
სკოლის ფორმას სხვაგან ვერსად ჩაიცმევს ბავშვი. სკოლიდან ვინც რამე წრეზე, ცეკვაზე ან სპორტზე მიდის, თან მეორე ხელი ტანსაცმელი უნდა ატაროს? 190 ლარში, ზოგადად, მეორადი რამდენიმე ხელი სამოსის შეძენა შეიძლება, რომლებსაც ყველა სხვა დანარჩენ საჭიროებაშიც გამოიყენებს.
ვისაც ფორმის ფული არ ექნება და ვერ შეიძენს – სკოლაში არ შეუშვებენ?
ვისაც ორი, სამი ბავშვი ჰყავს და ერთმანეთის გამონაცვალებით ზრდის, იმდენჯერ 190 ლარი უნდა მოიძიოს? ვისაც არ შეუძლია?
ვინც მეორე ხელ ფორმას ვერ შეიძენს და ან გაეხევათ, ან დაესვრებათ, სკოლაში არ შეუშვებენ?
თან გავაყოლოთ სხვა ჩანთით სამოსი, ვინც სკოლიდან სპორტზე მიდის, ან რამე წრეზე, ან სკოლის გარე აქტივობაზე?
ჰო, თეთრი პერანგი? ეს ფასში არ შეიტანეს და სხვას მანდ ვერ ჩაიცვამს ბავშვი. ესეც ფასის აფიორის ნაწილში, რეალურად კიდევ უფრო ძვირი დაჯდება.
პ.ს. აღარაფერს ვამბობ მასალის 70% რომ პოლიესტერია, რომლის მიმართაც ძალიან ბევრი ბავშვი ალერგიულია.“

1 hour ago
3







English (US) ·
Georgian (GE) ·