,, ვისი ცემაც რეალურად სურთ, იმას საჯაროდ არ ემუქრებიან, ჯასთ ასრულებენ” – ჩერგოლეიშვილი

1 hour ago 2

10

ფედერალისტების ერთ-ერთი ლიდერი, თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს:

,,განვმეორდები და ვიტყვი, რომ ისედაც ეგ ხალხი ძალადობს და ძალადობდა მშვიდობიან მოქალაქეებზე. ძალადობდა 2013 წლიდან.

უბრალოდ მაშინ საჯარო მუქარა პანიკის დასათესად არ სჭირდებოდათ.
ახლა სჭირდებათ.

ძალადობის საჯარო მუქარა სისუსტის ნიშანია და არა ძალის.

პანიკის გამოსაწვევად და წილოსნების და სხვა მამიკოს ქალების გასამხნევებლად სჭირდებათ.

ნებაყოფლობით მათ ლეგიტიმაციას არავინ აძლევთ და შიშით დაჭერა უნდათ.

ვისი ცემაც რეალურად სურთ, იმას საჯაროდ არ ემუქრებიან, ჯასთ ასრულებენ – თავად დაფიქრდით.”

სრულად წაკითხვა