„ვისურვებდი, არასდროს გადამეღო ეს ფილმი“ | პირველი უკრაინული ოსკარი

2 months ago 28

უკრაინულმა ფილმმა „20 დღე მარიუპოლში” მიიღო ოსკარი საუკეთესო სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმისთვის.

ეს არის პირველი ოსკარი უკრაინის ისტორიაში.

„მაგრამ, ალბათ, პირველი რეჟისორი ვარ, ვინც იტყვის, ვისურვებდი რომ არასდროს გადამეღო ეს ფილმი“, — თქვა ფილმის რეჟისორმა მსტისლავ ჩერნოვმა დაჯილდოების ცერემონიალზე.

„მე ვისურვებდი შემეძლოს გავცვალო ეს იმაში, რომ რუსეთი არ დასხმოდა თავს უკრაინას, არ მოეხდინა უკრაინული ქალაქების ოკუპაცია, რომ არ მოეკლა ათი ათასობით ჩემი უკრაინელი თანამემამულე. მე ვისურვებდი გათავისუფლდეს ყველა, საკუთარი სამშობლოს დამცველი ჯარისკაცი და მშვიდობიანი მოქალაქე ვინც ციხეშია. მაგრამ მე არ შემიძლია შევცვალო ისტორია… არ შემიძლია შევცვალო წარსული, მაგრამ ჩვენ ყველას ერთად, ერთ-ერთ ყველაზე ნიჭიერ ხალხს მსოფლიოში, შეგვიძლია უზრუნველვყოთ რომ სიმართლე გაიმარჯვებს, რომ მარიუპოლელები და ის ხალხი, ვინც საკუთარი სიცოცხლე შესწირა, არ იქნებიან დავიწყებულები, რადგან კინო ქმნის მეხსიერებას, მეხსიერება კი ქმნის ისტორიას. ამიტომ, მადლობა თქვენ ყველას, მადლობა უკრაინას! Слава Україні!“ — განაცხადა მსტისლავ ჩერნოვმა.

„20 დღე მარიუპოლში“ არის Associated Press-ის პულიცერის პრემიის მფლობელი უკრაინელი ჟურნალისტების — მსტისლავ ჩერნოვის, ვასილისა სტეპანენკოსა და ევგენი მალოლეტკას მიერ ალყაშემორტყმულ მარიუპოლში გადაღებული დოკუმენტური ფილმი.

ამ თემაზე გირჩევთ.

სრულად წაკითხვა