იტალიელმა ჟურნალისტმა და კომენტატორმა, მარკო ბუჩანტინიმ „ნაპოლიდან“ „პარი სენ-ჟერმენში“ გადასულ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა. ბუჩანტინი ჩემპიონთა ლიგაზე, „ლივერპულთან“ გამართულ დაპირისპირებას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ „კვარას“ გაშვებით „პარტენოპეიმ“ ხარისხი დაკარგა.
„კვარაცხელია ძირითადი შემადგენლობის წევრია გუნდში, რომელსაც ჩემპიონთა ლიგის მოგება შეუძლია. ლივერპულთან მის თამაშს ვუყურებდი და ვტიროდი. ვიტირე… როცა შემტევი გუნდი ხარ, რატომ არ გჭირდება ფეხბურთელი, რომელმაც შენს ამჟამინდელ მოთამაშეებზე უკეთ იცის, მეტოქის კარისკენ როგორ დაარტყას. სწორედ ასეთ მნიშვნელოვან მატჩებშია კვარასნაირი ფეხბურთელი საჭირო.
ხვიჩა მსოფლიოს ერთ-ერთ უდიდეს კლუბში გადავიდა და მის ნაცვლად, ნაპოლიმ მოიყვანა ფეხბურთელი, რომელსაც სერიოზულ კრიზისში მყოფ მილანში სათამაშო დრო არ ეძლეოდა. ამის გამო, ნაპოლის დონე დაეცა. პარტენოპეი ცდილობს, კონკურენტუნარიანი იყოს, მაგრამ კლუბს რაღაც აკლია. გუნდები მნიშვნელოვან ფეხბურთელებს კარგავენ და მათი დონე ეცემა, სწორედ ეს მოხდა ნაპოლის შემთხვევაშიც“. – ამბობს ბუნჩანტინი.
წყარო : Crystalsport
Post Views: 2