ვიქტორ ორბანი დღეს ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბარს გამართავს

3 hours ago 3

5

უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის განცხადებით, აშშ-რუსეთის სამშვიდობო სამიტის მზადების ფარგლებში, რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბარს გამართავს.

როგორც ვიქტორ ორბანი აცხადებს, სატელეფონო საუბარი აშშ-ის პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან უკვე გამართა.

„პუტინთან მთელი დღის განმავლობაში ვისაუბრებ“, – აცხადებს უნგრეთის პრემიერ-მინისტრი.

ვიქტორ ორბანის განცხადებით, შეხვედრა „მშვიდობის საკითხს მიეძღვნება და თუ სამშვიდობო შეთანხმება მიიღწევა, ეს უნგრეთსა და ევროპას ეკონომიკური განვითარების ახალ ფაზამდე მიიყვანს“.

„უნგრეთი ერთადერთი მშვიდობის მომხრე ქვეყანაა, რომელიც ბოლო სამი წლის განმავლობაში ღიად, ხმამაღლა და აქტიურად უჭერდა მხარს მშვიდობას. ევროპის გარეთ ბევრი ადგილია, სადაც ასეთი შეხვედრის ჩატარება შეიძლება, მაგრამ ევროპაში ბუდაპეშტის მსგავსი ადგილი არ არსებობს“, – განაცხადა ორბანმა ადგილობრივ რადიოსთან ინტერვიუში.

სრულად წაკითხვა