1
ბიძინა ივანიშვილის ყოფილი ადვოკატი, ვიქტორ ყიფიანი, საკუთარ პოლიტიკურ პარტიას აფუძნებს. ამ წუთებში სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ პარტია „ჯერ საქართველოს“ დამფუძნებელი ყრილობა მიმდინარეობს.
ახალი პოლიტიკური გაერთიანების განცხადებით, მათი მთავარი მიზანია საქართველო რეგიონის ლიდერად აქციონ, ხოლო საგარეო პოლიტიკა ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას, მეტი ინვესტიციის მოზიდვასა და მოსახლეობის კეთილდღეობის გაუმჯობესებას მოემსახუროს.
„ცვლილებებზე ორიენტირებული პოლიტიკური ძალა და არა მხოლოდ ოპოზიციური პარტია“ – ასე განმარტავს ვიქტორ ყიფიანი ახალი პოლიტიკური გაერთიანების შექმნის მიზანს. მისი თქმით, პარტიის დაფუძნება ქვეყანაში მიმდინარე პროცესებმა და ცვლილებების მოთხოვნამ განაპირობა.

2 hours ago
4







English (US) ·
Georgian (GE) ·