2
სამოქალაქო აქტივისტი, ლიკა გამრეკელი, წერს, რომ ქართული ოცნების დეპუტატს, გიორგი ბარვენაშვილს, სურს დაანგრიოს კრწანისში ე.წ. დოქები და მის ნაცვლად სასტუმრო ააშენოს.
ახალი ამბავი – ვიღაც დეპუტატი ბარვენა მსოფლიოში ყველაზე მაგარი არქიტექტორის ფუქსას გაკეთებულ დოქებს ანგრევს კრწანისში რომ ააშენოს თავის უსახურო სასტუმრო…
ზუსტად იგივეს აკეთებს, რაც თავის დროზე გააკეთა ნანულიას ქმარმა კოდუამ პესკებზე.
ამაზე ხმას არავინ იღებს და რაღაც სისულელეებზე ჭედავთ.
აქ ოცნების ვითომ “გამპრავებელი” არავინ შემომიხტეთ, თორემ, ისე გათრევთ, როგორც ამ გაუგებარ ბარვენას ვათრევ, მეტი რომ არაფრით გამოიჩინა თავის იმის გარდა რომ ფუქსას დაპროექტებული დოქები დაანგრიოს თავის გამდიდრებისთვის, – წერს გამრეკელი სოციალურ ქსელში.
2025 წლის 21 მაისს “ქართული ოცნების” პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ რიყის დოქების სახელით ცნობილი ობიექტი ქალაქისთვის შეუფერებელია და ის სიმახინჯეს წარმოადგენს. 6 მაისს საქართველოს მთავრობის განკარგულებით შესაძლებელი გახდა, ობიექტის ახალმა მფლობელმა მისი დემონტაჟი მოახდინოს.
რიყის დოქები 14,591 კვადრატული მეტრის ფართობზე არის განთავსებული.
რიყის დოქების პროექტი იტალიელ არქიტექტორს, მასიმილიანო ფუქსასს ეკუთვნის, ობიექტი საკონცერტო დარბაზი და საგამოფენო ცენტრი უნდა ყოფილიყო. მისი მშენებლობა 2011 წელს დაიწყო და ის ბიუჯეტს 75 მილიონი ლარი დაუჯდა.
2025 წლის ივნისში „რიყე დომ“-ის მესაკუთრე გახდა კომპანია „მაქრო ფროფერთი“, რომელსაც ჯერჯერობით შენობის დემონტაჟის შემდეგ განსავითარებელი სასტუმროს პროექტი არ წარუდგენია.
კავშირი „ქართული ოცნების“ დეპუტატ გიორგი ბარვენაშვილსა და კომპანია „მაქრო ფროფერთის“ შორის მიხეილ ტყეშელაშვილის ფიგურას უკავშირდება, რომელიც „რიყის დოქების“ ყიდვა-გაყიდვის ტრანზაქციაში ფიგურირებდა.
ბიზნესმენი მიხეილ ტყეშელაშვილი არის „მაქრო ფროფერთის“ ერთ-ერთი მოქმედი დირექტორი. ამავდროულად, ის ოფიციალურად მართავს დეპუტატ გიორგი ბარვენაშვილის კუთვნილი მრავალი კომპანიის (მაგალითად, შპს „ჯი ჯი ჯი ჯორჯია“, შპს GORAGROUP, შპს Parna და სხვები) ბიზნესწილებს – ჯამში, ის დეპუტატის 9 კომპანიას მართავს!
როდესაც კომპანია „მაქრო ფროფერთიმ“ „რიყის დოქების“ მფლობელი კომპანია შპს „რიყე დომი“ $2.8 მილიონად შეიძინა, მიხეილ ტყეშელაშვილი როგორც გამყიდველი კომპანიის („რიყე დომის“), ისე მყიდველი კომპანიის („მაქრო ფროფერთის“) დირექტორის პოზიციას იკავებდა.
მედიაში გაჩნდა ლეგიტიმური კითხვის ნიშნები იმის შესახებ, ხომ არ დგას დეპუტატი ბარვენაშვილი რეალურად ამ უმსხვილესი ქონებრივი გარიგების უკან. თუმცა, ოფიციალური დოკუმენტებით, „მაქრო ფროფერთის“ საბოლოო 100%-იანი მესაკუთრე თურქი ბიზნესმენი, „მაქრო ჯგუფის“ დამფუძნებელი ემინ უჩარია.

1 hour ago
2







English (US) ·
Georgian (GE) ·