,, ვიღაცა სუსის აგენტი, ან ბრიყვი, ან, უბრალოდ, იდიოტი წერს, რომ თითქოსდა პატრიოტთა ალიანსი ნაცმოძრაობას შეეკრა” – ირმა ინაშვილი

3 hours ago 2

,,პატრიოტთა ალიანსის” ერთ-ერთი ლიდერი, ირმა ინაშვილი:

,,გათენდა მენელსაცხებლე დედათა დღე. ვიღაცა სუსის აგენტი, ან ბრიყვი, ან, უბრალოდ, იდიოტი წერს, რომ თითქოსდა პატრიოტთა ალიანსი ნაცმოძრაობას შეეკრა. ვპასუხობ: ნაციონალების რეჟიმი დაამხო პატრიოტთა ალიანსმა და თქვენ- ამ სისულელის დამწერნი, ვინც სუსის აგენტები ხართ, მაშინ კუდის აგენტები იყავით! ვინც ბრიყვები ხართ, მაშინაც ბრიყვები იყავით და ფეისბუქიდან იფურთხებოდით, მეტი არაფერი გიკეთებიათ. ახლაც იგივეს აგრძელებთ. პატრიოტთა ალიანსი არასდროს არავის არ შეკვრია და არც შეეკვრება და თუ ვინმეს სჯერა, რომ ნაცებს შევეკარით, ფსიქიატრს მიმართოს. ბევრი კარგი ფსიქიატრი ჰყავს საქართველოს…
და საიდანაც მოდის ეს კამპანია, ესეც კარგად ვიცი და ნუ ამალაპარაკებთ, “ქართულ ოცნებაში” იმპორტირებულო, მამალო ნაცებო! ასევე, აგენტებო და ბრიყვებო! და დეგენერატებო, რომლებსაც ამ ქვეყნისთვის არასდროს არაფერი სიკეთე არ გაგიკეთებიათ.

ზოგიერთმა, ახლადგამოჩეკილმა პარტიულმა ჯგუფებმაც დააყენეთ ერთი ადგილი. კუდები გიჩანთ.“

შეგახსენებთ, დღეს ოპოზიციის შეკრებაზე პატრიოტთა ალიანსის წევრი, გოჩა თევდორაძე და გოჩა ჯოჯუაც იმყოფებოდნენ.

გოჩა ჯოჯუამ ეს გულმხურვალე მისალმება ასე ახსნა:

,,ერთმანეთს ვხდებით და ვესალმებით,ოცნების იმ წევრებს, ვისთანაც ადამიანური ურთიერთობები მქონია და მაქვს,იმათაც ესე ვხვდები,იმ აფხაზებს ვისთანაც ომამდე და ომის მერეც, როცა შევხვედრილვარ ასე ვხვდები,ყველა ჩემს საჯარო გამოსვლაში ,სწორედ იმას ვამბობ , რომ ადამიანებმა ურთულეს სიტუაციაშიც ადამიანურობა არ უნდა დავკარგოთ,რაც არ ნიშნავს რაიმეს დავიწყებას,თვალის დახუჭვას,ოცნების და ნაცების დაპირისპირების ამ თამაშს ,სადამდე გინდათ უყუროთ,თუ ამით სიამოვნებას ღებულობთ და ეს გაკმაყოფილებთ , მთელი ამ 12 წლის მანძილზე,მაშინ კარგი ფსიქოლოგი ნახეთ,ქვეყანაში აუტანელი მდგომარეობაა,ადამიანების დაპირისპირების ხარჯზე ,პოლიტიკური დაპირისპირების იმიტაციით ძალაუფლების შენარჩუნება,არამარტო უზნეობაა, არამედ დანაშაულიც,ვინც ხელისუფლებას ხელს უწყობს შეგნებულად ან შეუგნებლად ,იმ აზრის გავრცელებაში ,რომ ყველა ,ვინც მის მხარეს არ არის ,ის ან ნაცია ან ნაცთან შეკრული,ამ დანაშაულის თანამონაწილე და ქართული სახელმწიფოს დამაზიანებელია.რაც შეეხება შეხვედრას,მისი ინიციატორი იყო პაატა ბურჭულაძე,რომელმაც ყველა პოლიტიკურ პარტიას ,მიუხედავად მათი განსხვავებისა და დაპირისპირებისა,შესთავაზა საერთო მაგიდასთან შეხვედრა და პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავლის გზების მოძებნა,ასეთ ინიციატივას ხელისუფლება უნდა აკეთებდეს ჭკუა, რომ ჰქონდეს,რადგან მაინც დადგება ეს საჭიროება,სხვაგვარად, ის სრულ იზოლაციაში აღმოჩნდება,რასაც ყველაზე მტკივნეულად,შეჭირვებული და საშუალო ფენის წარმომადგენლები,მიუხედავად პოლიტიკური გემოვნებისა, ვიგრძნობთ.ამიტომ ვალდებულად ვთვლი თავს ,ამის ასაცილებლად ყველა ფორმატის შეხვედრაზე ვიარო და ჩემი მოქალაქეების(მათ შორის,თქვენიც) ინტერესები დავიცვა,მიუხედავად იმისა მათ ესმით, თუ არა ეს მოცემულობა“

სრულად წაკითხვა