„დიახ, რა თქმა უნდა. ეს ნეგატიურად აისახება, ძალიან სამწუხარო ფაქტია. ისიც ვთქვი, რომ მე დარწმუნებული ვარ ამისი საფუძველი გვაქვს, რომ ამ მდგომარეობას შევცვლით, გამოვასწორებთ [აშშ-ის] ახალ ადმინისტრაციასთან გვექნება, ჩემი მოლოდინით, დარწმუნებული ვარ ამაში, მჭიდრო, კარგი თანამშრომლობა, ჩვენი სტრატეგიული თანამშრომლობა განახლდება და ავა ხარისხობრივად კიდევ უფრო მაღალ დონეზე...
ძალიან ბევრი საერთო მოგვცემს წინაპირობას, იმის საფუძველს, რომ ჩვენ ძალიან წარმატებული თანაშრომლობა გვქონდეს ამერიკის ადმინისტრაციასთან 2025 წელს. ამიტომ ეს ვითარებაც გამოსწორდება, ინვესტორების აღქმა იქნება პოზიტიური და შევინარჩუნებთ მაღალ ეკონომიკურ ზრდას“, - თქვა ლევან დავითაშვილმა.
დღეს ვიცე-პრემიერი და პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ოთხი საათის განმავლობაში ხვდებოდნენ ბიზნესმენებს. შეხვედრა ქვეყანაში მიმდინარე პროცესების გამო დაინიშნა.
უკვე 26 დღეა თბილისსა და სხვა ქალაქებში არ წყდება აქციები, სადაც მოსახლეობა აპროტესტებს მმართველ პარტიაში, „ქართულ ოცნებაში“ მიღებულ გადაწტვეტილებას, რომლის მიხედვითაც ხელისუფლება მომდევნო ოთხი წელი აღარ დააყენებს ევროკავშირში გაწევიანებისთვის მოლაპარაკების გახსნის საკითხს.
მასალა განახლდება