“ვიცი გესიამოვნებათ, მხოლოდ რუსი სამხედრო ბლოგერების შეფასებები” – ნინო ჯანგირაშვილი

1 day ago 4

ჟურნალისტი, ნინო ჯანგირაშვილი:

ვიცი გესიამოვნებათ. მხოლოდ რუსი სამხედრო ბლოგერების შეფასებები:

„შავი დღე რუსეთის შორეული ავიაციისთვის“ — რას წერენ Z-ბლოგერები

დრონების კონტეინერებიდან გაშვების შესახებ, რომლებიც უკრაინელებმა რუსულ ავიაბაზებზე თავდასხმებისთვის გამოიყენეს, ინფორმაციას თავად რუსი Z-ბლოგერებიც ადასტურებენ.

„იმის გამო, რომ დრონები ძალიან მოკლე მანძილიდან იყო გაშვებული, ბუნებრივია, ავიაციის დარტყმისგან გარიდება შეუძლებელი იყო, ისევე როგორც მათი განადგურება „პანცირებით“, С-300-ებით და სხვა საშუალებებით, — წერს რუსული საბრძოლო ავიაციის განადგურების შესახებ არხის Fighterbomber-ის ავტორი. — ვფიქრობ, თავდასხმა მოულოდნელი იყო თავად საჰაერო თავდაცვის ჯარებისთვისაც, მათ შორის ე.წ. ‘ჯედაის მახვილებით’ აღჭურვილი ჯგუფებისთვის. ასე რომ, ძნელი წარმოსადგენია, რომ კარგი ახალი ამბები გველის“.

მისი სიტყვებით, „დღევანდელ დღეს მოგვიანებით რუსეთის შორეული ავიაციის შავ დღედ მოიხსენიებენ“.

„ვერც კი ვხვდები, როგორ შეიძლება ასეთ რამეზე პასუხი და რით. და ჰო, ჩვენ არ გვყავს ათობით ქვეყანა, რომლებიც თვითმფრინავებს გადმოგვცემენ. რას ფიქრობს ამაზე გენშტაბის უფროსი?“ — სვამს რიტორიკულ კითხვებს კურსკის ოლქის ყოფილი მრჩეველი და ცნობილი Z-ბლოგერი რომან ალეხინი. — „ეს რუსული ‘პერლ ჰარბორია’“.

„და აი, მივედით დაპირისპირების ახალ ფაზამდე. სინამდვილეში, ეს დროის საკითხი იყო — როდის დაიწყებდნენ FPV-დრონები ჩვენს ღრმა ზურგში მოქმედებას,“ — წუხს „კომსომოლსკაია პრავდას“ სამხედრო კორესპონდენტი ალექსანდრ კოცი. — „ახლა მთავარია სიმართლის თქმა. როგორიც არ უნდა იყოს ის — მწარე ან მტკივნეული“.

„ბომბდამშენები საბჭოთა კავშირის დროინდელია და წარმოადგენენ არაგანახლებად სტრატეგიულ რესურსს,“ — წერს არხი Romanov ლაითი რუსეთის არმიის დანაკარგებზე. — „თანამედროვე გენერლებს მხოლოდ ის მოუვიდათ თავში, რომ ფიუზელაჟები საბურავებით დაეფარათ. იმიდეამდე, რომ თევზაობისთვის განკუთვნილი ძაფის ბადე გააბონ (როგორც ამას ბრძოლის ზონაში მყოფი ოპერატორები აკეთებენ) — ჯერ არ მისულან“.

„მტრული წყაროები წერენ, რომ ავიაბაზა ‘Белая’-ზე კიდევ ორი Ту-160 შეიძლებოდა დაზიანებულიყო,“ — ფრთხილად აფასებს დანაკარგს ტელეწამყვანი რუსლან ოსტაშკო. — „თუ ამას Ту-95-ებსაც დავუმატებთ, სულ მცირე, უკვე 9 თვითმფრინავია დაზიანებული“.

„ეს პირდაპირ არღვევს ბირთვული სტრატეგიული ბალანსის სტრუქტურას. ეს ამცირებს ჩვენი ქვეყნის ბირთვულ თავდაცვით შესაძლებლობებს,“ — წუხან არხის „ორი მაიორი“ ავტორები.

ყველაზე დიდი პროსამხედრო არხი „რიბარი“ აღნიშნავს, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტრო კიდევ ერთხელ აღმოჩნდა მოვლენების მყისიერი კომენტირებისათვის მოუმზადებელი: „ყოველ ჯერზე, როცა ქაოსია და ჩვენ ‘სუსტ ადგილას’ გვირტყამენ, ხოლო თავდაცვის სამინისტროს ხაზზე მორიგი ჩავარდნა ხდება, ინფორმაციის განყოფილებები ტრადიციულად იქცევიან — თავს ქვიშაში რგავენ და არაფერზე რეაგირებენ“.

სრულად წაკითხვა