მას შემდეგ, რაც UFC-ში ილია თოფურიამ ჩარლზ ოლივეირას დანოკაუტებით რიგით მეორე საჩემპიონო ქამარი მოიპოვა, მასთან ბრძოლის სურვილი პედი პიმბლეტმა გამოთქვა.
თვეების წინ, ილიას და პედის შეხვედრა ნაკლებად სავარაუდო იყო, რადგან ბრიტანელ მებრძოლს თოფურიას წონა და სტატუსი არ ჰქონდა, თუმცა ახლა ყველაფერი შესაძლებელი გახდა.
აი, როგორ ეხმაურება ქართველი ჩემპიონი ხალხის სურვილს პედი პიმბლეტთან ჩხუბის შესახებ:
ვიცი, რომ მსოფლიოში ყველას სურს ჩემი და პიმბლეტის ორთაბრძოლის ნახვა, მაგრამ, სიმართლე გითხრათ, მასთან ჩხუბი ჩემთვის კარიერაში ყველაზე იოლი გამოწვევა იქნება. ხალხისთვის ჩვენი ოქტაგონზე ერთად ხილვა ამაღელვებელი იქნება, მე კი ძალიან გავერთობი. პედის ჩხუბისას იმას გავუკეთებ, რაც თავში მომივა.
- ამბობს თოფურია.