დღეს დილით უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევა იყო რუსეთის ჩრდილოეთ ოსეთის რესპუბლიკის დედაქალაქ ვალდიკავკაზზე. მუშაობა შეაჩერა ვლადიკავკაზის აეროპორტმა.
რესპუბლიკის მეთაურის, სერგეი მენიაილოს ინფორმაციით, საჰაერო თავდაცვის ძაალებმა ერთი დრონი ჩამოაგდეს ვლადიკავკაზთან მდებარე შალხის პოლიგონის თავზე და ერთი ქალაქის გარეუბანში.
მენიაილო ირწმუნება, რომ მსხვერპლი და ნგრევა არ არის. სხვა წყაროებით ეს ცნობები დადასტურებული არ არის.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ვლადიკავკაზე დრონებით შეტევის შესახებ ჯერჯერობით არაერი
ჩრდილოეთ კავკასიის რესპუბლიკებზე უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევა ბოლო ხანს გახშირდა.