“ვმუშაობთ კონკრეტულ სანქციებზე იმ პირების მიმართ, ვინც ძალადობაზეა პასუხისმგებელი… “ოცნება” კანდიდატის სტატუსს კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს” – ლიურმანი

4 days ago 3

“ძალიან შეშფოთებულები ვართ, საქართველოში შექმნილი ვითარებით. ძალადობა მშვიდობიანი მოქალაქეების, მედიის წარმომადგენლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების წინააღმდეგ ღრმა შეშფოთებას იწვევს. დღეს ჩვენ განვიხილავთ საბჭოს დასკვნებს, სადაც ჩვენ დავგმობთ “ქართული ოცნების” ქმედებებს მკაფიო ტერმინებით. ასევე ვმუშაობთ კონკრეტულ სანქციებზე იმ პირების მიმართ, ვინც არიან პასუხისმგებელი ამ ბრუტალურ ძალადობასა და სასტიკ მიდგომებზე ოპოზიციის ლიდერების მიმართ. მოვუწოდებ “ქართულ ოცნებას” დიალოგისკენ ყველა მხარესთან, ეროვნულ დონეზე. კონკრეტული ქმედებებით “ქართული ოცნება” კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს კანდიდატის სტატუსს და ასევე კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს მიზნებს, რომლებიც გაწერილია საქართველოს კონსტიტუციით”

განაცხადა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ანა ლიურმანმა.

სრულად წაკითხვა