WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

19

“დღეს ვნა­ხე ანას­ტა­სია ბე­რუ­აშ­ვი­ლის მი­მო­წე­რებ­ში: ჩვე­ნი ტა­სუ­ნა წუხს, რა­ტომ არ არის ორ­სუ­ლად, თო­რემ ვერ და­ი­ჭერ­დნენ მის შეყ­ვა­რე­ბულს, მე­გო­ბა­რი ეუბ­ნე­ბა: იქ­ნებ რამე “იჩა­ლი­ჩოთ” და ცი­ხე­ში შეხ­ვი­დეო. ასეთ არას­რულ­წლოვ­ნებ­თან მაქვს საქ­მე” – ამის შე­სა­ხებ გარ­დაც­ვლი­ლი მას­წავ­ლებ­ლის, გიგა ავა­ლი­ა­ნის დე­დამ, ეკა კუ­პა­ტა­ძემ გა­და­ცე­მა “360 გრა­დუს­ში“ გა­ნა­ცხა­და.

მისი თქმით, მას ანას­ტა­სია ბე­რუ­აშ­ვი­ლის დე­დას­თა­ნაც აქვს ყო­ველ­დღი­უ­რი მი­მო­წე­რა.

ეკა კუ­პა­ტა­ძის თქმით, რომ არა ქა­ლა­ქის პრო­კუ­რა­ტუ­რის ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბის ქვეშ ამ საქ­მის მოქ­ცე­ვა, გი­გას მკვლე­ლე­ბი­დან ახლა მხო­ლოდ ალექ­სან­დრე გა­ბაშ­ვი­ლი იქ­ნე­ბო­და და­კა­ვე­ბუ­ლი და ალ­ბათ, რამ­დე­ნი­მე თვე­ში მა­საც გა­ა­თა­ვი­სუფ­ლებ­დნენ.

“ცალ­სა­ხად ვერ ვი­ტყვი, რომ სა­მარ­თლი­ა­ნო­ბა აღ­დგა იმი­ტომ, რომ მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ყვე­ლა არას­რულ­წლო­ვა­ნი ფი­გუ­რან­ტი და­კა­ვე­ბუ­ლია, მა­ინც გა­მო­ყო­ფი­ლია საქ­მე და გრძელ­დე­ბა გა­მო­ძი­ე­ბა. ამ ეტაპ­ზე არც მე მო­ვი­აზ­რებ და არც პრო­კუ­რა­ტუ­რა მო­ი­აზ­რებს სხვა რო­მე­ლი­მე არას­რულ­წლო­ვანს. გი­გას მკვლე­ლო­ბა­ში უშუ­ა­ლოდ ფი­გუ­რან­ტე­ბი ვინც იყ­ვნენ, ყვე­ლა ზის სკამ­ზე, თუმ­ცა გა­მო­ძი­ე­ბა გრძელ­დე­ბა.

საბ­რალ­დე­ბო სკა­მი ელო­დე­ბა იმ პი­რებს, ვინც ჩა­ფარ­ცხვა­ში მი­ი­ღო მო­ნა­წი­ლე­ო­ბა. იცის მთელ­მა სა­ქარ­თვე­ლომ, რომ რომ არა მკვლე­ლო­ბის გან­ყო­ფი­ლე­ბა და რომ არა ქა­ლა­ქის პრო­კუ­რა­ტუ­რის ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბის ქვეშ ამ საქ­მის მოქ­ცე­ვა, გი­გას მკვლე­ლე­ბი­დან ახლა მხო­ლოდ ალექ­სან­დრე გა­ბაშ­ვი­ლი იქ­ნე­ბო­და და­ჭე­რი­ლი და ალ­ბათ, რამ­დე­ნი­მე თვე­ში მა­საც გა­ა­თა­ვი­სუფ­ლებ­დნენ.

სა­მარ­თლი­ა­ნო­ბა აღ­დგე­ბა მა­შინ, რო­დე­საც ყვე­ლა, ვინც საქ­მის ჩა­ფარ­ცხვა­ში მი­ი­ღო მო­ნა­წი­ლე­ო­ბა, დაჯ­დე­ბა საბ­რალ­დე­ბო სკამ­ზე და ექი­მე­ბიც დას­ხდე­ბი­ან საბ­რალ­დე­ბო სკამ­ზე. როცა ვახ­სე­ნებ ექი­მებს, მე ყო­ველ­თვის ვამ­ბობ იმას, რომ გი­გას არ ჰქონ­და სი­ცო­ცხლის შან­სი. ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნა­ში პირ­და­პირ გვი­წე­რია, რომ მი­ზეზ-შე­დე­გობ­რი­ვი პირ­და­პირ დარ­ტყმა იყო და ამან გა­მო­იწ­ვია გარ­დაც­ვა­ლე­ბა, გიგა ავა­ლი­ა­ნი არ გა­დარ­ჩე­ბო­და, მაგ­რამ ვსა­უბ­რობ იმი­ტომ, რომ იგი­ვე სა­მე­დი­ცი­ნო მომ­სა­ხუ­რე­ბის პი­რო­ბებ­ში სხვა პა­ცი­ენ­ტი, ვი­საც ექ­ნე­ბო­და სი­ცო­ცხლის შან­სი, ვერ გა­დარ­ჩე­ბო­და. მე სა­ზო­გა­დო­ე­ბის­გან ძა­ლი­ან დიდი ვალი მაქვს და ეს ვალი ამით მა­ინც უნდა გა­და­ვუ­ხა­დო, რომ ის ექი­მე­ბი, ვინც გიგა ავა­ლი­ა­ნი მი­ი­ღო, ჩა­მო­ვა­შო­რო სა­მუ­და­მოდ სა­მე­დი­ცი­ნო მი­მარ­თუ­ლე­ბას“, – გა­ნა­ცხა­და ეკა კუ­პა­ტა­ძემ.