მთავრობის მეთაური, ირაკლი კობახიძე მთავრობის კანცელარიაში გამართულ ბრიფინგზე მოქმედი პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიმართ კონკრეტულ პოზიციას აფიქსირებს და ფიქრობს, რომ 29 დეკემბერს იგი უპრობლემოდ დატოვებს თანამდებობას:
“29-ში მას მოუწოდებს თანამდებობის დატოვება. ვნახოთ სად გააგრძელებს ის ცხოვრებას – გისოსებს მიღმა თუ გისოსებს გარეთ.
მე მგონია, მას ეყოფა გონიერება იმისათვის, რომ არ დაარღვიოს სისხლის სამართლის კოდექსის ნორმები“, – აცხადებს ირაკლი კობახიძე.
კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება