ვოლოდიმირ ზელენსკიმ შვიდ ქვეყანაში ელჩები თანამდებობებიდან გაათავისუფლა

1 hour ago 2

საკადრო ცვლილებები უკრაინის დიპლომატიურ სამსახურში – ვოლოდიმირ ზელენსკიმ შვიდ ქვეყანაში ელჩები თანამდებობებიდან გაათავისუფლა, ხოლო იუნესკოში უკრაინის ახალი მუდმივი წარმომადგენელი დანიშნა.

ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

განკარგულებების თანახმად, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვადიმ ომელჩენკო გაეროს განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციაში (იუნესკო) უკრაინის მუდმივი წარმომადგენლის თანამდებობიდან გაათავისუფლა, რომელსაც იგი საფრანგეთში უკრაინის ელჩის მოვალეობის პარალელურად იკავებდა. ზელენსკიმ იუნესკოში უკრაინის ახალ მუდმივ წარმომადგენლად ვიქტორია ლიალინა-ბოიკო დაინიშნა. მანამდე ის უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში სახალხო დიპლომატიისა და სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა.

გამოქვეყნებული განკარგულებების ტექსტში არ არის მითითებული საკადრო ცვლილებების მიზეზები. ასევე, არ გავრცელებულა ინფორმაცია ამ ქვეყნებში უკრაინის დიპლომატიური მისიების ახალი ხელმძღვანელების დანიშვნის შესახებ.

სრულად წაკითხვა