WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

გადაცემა "შენი ამბავი"-ს ფეისბუქ-გვერდზე Tik-Tok ლაივის საჯარო "სტრიმზე" გაკეთებულ ჩანაწერი გამოქვეყნდა, რომელშიც საუბრობს 12 წლის წინ გაუჩინარებული გურამ დადიანიძის საქმის მოწმის, თაზო ხუროშვილის მამა და თინიკო არხოშაშვილის ბიძა ნოდარ ხუროშვილი, რომელიც ამჟამად ამერიკაში იმყოფება.

"სრულად გთავაზობთ ერთ-ერთი Tik-Tok ლაივის საჯარო "სტრიმზე" გაკეთებულ ჩანაწერს.

ჩანაწერში საუბრობს ნოდარ ხუროშვილი - 12 წლის წინ გაუჩინარებული გურამ დადიანიძის საქმის მოწმის, თაზო ხუროშვილის მამა და თინიკო არხოშაშვილის ბიძა, რომელიც ამჟამად ამერიკაში იმყოფება.

როგორც თავად ამბობს, აქტიური ურთიერთობა აქვს საქმის სხვა მოწმეებთანაც!

ეს არ არის უბრალოდ სოციალური ქსელისთვის გაკეთებული კომენტარი… ჩანაწერში არაერთი კონკრეტული ინფორმაცია და ახალი ვერსია ჟღერდება, რომელიც, ჩვენი აზრით, გამოძიების მხრიდან აუცილებლად უნდა იყოს გადამოწმებული!

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ნოდარ ხუროშვილის განცხადება, რომ გურამ დადიანიძე შესაძლოა ცოცხალი იყოს, რუსეთში იმყოფებოდეს და ის იქ ასაკიანმა ქალმა გაიყვანა. უფრო მეტიც, ჩანაწერში გამოთქვამენ ვარაუდს, რომ შესაძლოა, გურამი ამჟამად რუსეთ-უკრაინის ომში მონაწილეობდეს!
ეს არის განცხადებები, რომელთა დადასტურება ან უარყოფა მხოლოდ შესაბამის ორგანოებს შეუძლიათ! სწორედ ამიტომ, მოვითხოვთ, აღნიშნული ვერსია სათანადოდ იყოს შესწავლილი და არ დარჩეს მხოლოდ Tik-Tok-ის ლაივში გაჟღერებულ ინფორმაციად!

ჩანაწერში ნოდარ ხუროშვილი სხვა მნიშვნელოვან დეტალებზეც საუბრობს და აკონკრეტებს ჩვენთვის უკვე ცნობილ ფაქტებსა და პირებს…
მაგალითად, ამბობს, რომ გურამი 9 წლიდან მამიდასთან იზრდებოდა, მაშინ როცა ჩვენი ინფორმაციით, გურამი მამიდასთან მხოლოდ ორი წლის განმავლობაში ცხოვრობდა; 13-14 წლის ასაკში და სკოლაშიც ეს წლები ისწავლა თბილისში!

კითხვებს აჩენს მისი საუბარი გურამის დედაზეც, ასევე კახა გელაშვილთან მის ახლო ურთიერთობაზე. ხუროშვილი ამბობს, რომ კახას საწვავით დახმარებაც შესთავაზა, როდესაც აქტიურად დადიოდნენ მლეთაში გურამის მოსაძებნად, რადგან, მისი თქმით, იმ პერიოდში კახას ამის ფინანსური შესაძლებლობა არ ჰქონდა!

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი განცხადებაა ის, რომ მოწმეები საჯაროდ არ საუბრობენ, რადგან, მისი თქმით, გამოძიებამ მათ კომენტარების გაკეთებისგან თავის შეკავება სთხოვა.

ამასთან, ჩვენ გვინახავს საჯარო ინტერვიუები მოწმე ანო გელაშვილისგან და ასევე Tik-Tok-ის ლაივში - გურამის მამიდის განცხადებები….
რამდენად შეესაბამება სიმართლეს ეს განცხადებები და ჩანაწერში გაჟღერებული სხვა დეტალები - ამას გამოძიების შესაბამისი მოქმედებები უნდა მოჰყვეს!
არ საჭიროებს დროულად გამოკვლევას ნოდარ ხუროშვილის მიერ გაჟღერებული ინფორმაცია? არ არის დასაკითხი თავად ნოდარ ხუროშვილი და მის მიერ დასახელებული ყველა პირი ამ ინფორმაციის საფუძველზე, არ საჭიროებს მისი თითოეული ვერსია სათანადო გადამოწმებას?…..
თუ ეს ყველაფერი მცდარია - საზოგადოებას უნდა ეცნობოს, რომ ის არ შეესაბამება სიმართლეს!

თუ მასში სიმართლის რაიმე ნაწილი მაინც დადასტურდება - ამას შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები უნდა მოჰყვეს!

ჩვენ გვინდა პასუხები და არა ვერსიები, რომლებიც მხოლოდ სოციალურ ქსელებში დარჩება!

ვინაიდან აღნიშნული ადამიანები საკუთარ პოზიციებს საჯაროდ, Tik-Tok-ის სტრიმებში აფიქსირებენ, იძულებული ვართ, მათი განცხადებები ჩვენს მაყურებელსაც გავუზიაროთ ამ ფორმით!

ველოდებით შესაბამისი ორგანოების დროულ რეაგირებას და, რაც მთავარია, კონკრეტულ პასუხებს!
თხოვნაა, კომენტარებში მონიშნოთ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, რომ ეს ინფორმაცია შესაბამის უწყებებამდე მივიდეს და დროულად მოხდეს მისი გადამოწმება!" - ნათქვამია გადაცემა "შენი ამბავი"-ს ფეისბუქ-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

წყარო: ​palitravideo.ge​​​