ვრცელდება ინფორმაცია, რომ “რატის ბარში” მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულს სხვა პირიც ჰყავდა მოკლული და 26 წლიანი სასჯელი ამნისტიით მოეხსნა

3 hours ago 1

“ორი დღეა გიჟს ვგავარ. ჩემი 18 წლის ლაშას მკვლელმა ივანე გიგლემიანმა, ბარში ყელი გამოჭრა 18 წლის ბიჭს იმ მიზეზით, რომ შემთხვევით მხარი გაკრაო”– წერს სოციალურ ქსელში შვილმოკლული დედა, დოდო მაისაძე, რომელიც ეხმიანება “რატის ბარში” მომხდარ მკვლელობას.

როგორც დოდო მაისაძე ამბობს, რომ ივანე გიგლემიანს მისი შვილის მკვლელობის შემდეგ 26 წელი მიესაჯა, თუმცა ამნისტია შეეხო და საპატიმრო დატოვა. ამის შემდეგ მან კვლავ ჩაიდინა დანაშაული.

” როდემდე ხალხო როდემდე უნდა ხოცოს ჩვენი შვილები ამ ცივსისხლიანმა მკვლელმა?! ჩემი შვილის მკვლელობამდე ბარმენი დაჭრა, მერე მე მომიკლა შვილი, მიუსაჯეს 26 წელი, შეეხო ამნისტია, გამოვიდა, შემდეგ ბიჭი დაჭრა, ისევ იჯდა, გამოვიდა.

ახლა ბიჭს ყელი გამოჭრა, როდემდე? –  15 წლამდე კატიმრობაო, შეიძლება მისი გარეთ ყოფნაა? მე ხომ ცხოვრება ჯოჯოხეთად მიქცია!

ჩემი ლაშას და იმ ბიჭის ცოდვით ციხეში უნდა დალპეს”- წერს დოდო მაისაძე.

პოსტის ნავიგაცია

სრულად წაკითხვა