ვრცელდება ქობულეთი – ბათუმის შემოვლით გზაზე, მომხდარი შემზარავი ავარიის კადრები – დაღუპულია 4 ადამიანი

2 days ago 9

ქობულეთი – ბათუმის შემოვლით ცენტრალურ საავტომობილო გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ოთხი ადამიანი ადგილზე დაიღუპა, ხოლო სამი კი მძიმედ დაშავდა. დაშავებულები სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფმა კლინიკაში გადაიყვანა.

არსებული ინფორმაციით, ცენტრალურ გზაზე მოძრავი ორი მსუბუქი ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა, შედეგად ორივე მათგანს ცეცხლი გაუჩნდა.

ადგილზე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები იმყოფებოდნენ.

როგორც “ინტერპრესნიუსს” უწყებაში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სატრანსპორტო მოძრაობისას წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

ვიდეო: “ჩემი ქალაქი მკლავს”

Post Views: 3,503

სრულად წაკითხვა