საქართველოს თასის გათამაშების მეოთხედფინალის კიდევ ერთი მონაწილეა ვიქტორ სანიკიძის აკადემიის გუნდი (ვსა). დავით ნოზაძის გაწვრთნილმა ვსა-მ დიღომი არენაზე 103:54 (სტატისტიკა) გაანადგურა თელავის ბურჯი და საუკეთესო 8 გუნდში ადგილი დაიბევა.
მერვედფინალური სერიის პირველი მატჩი, რომელიც თელავში გაიმართა, ფრედ დასრულდა. კალათბურთში მატჩის ფრედ დასრულება მიღებულია, როცა შეხვედრა 2-მატჩიანი სერიის ეგიდით იმართება. ასეთ საპლეიოფო სერიაში ოვერტაიმი მხოლოდ მეორე მატჩის ბოლოს, ამ 2 შეხვედრის ჯამში დაგროვებული ქულების მიხედვით (ფრის შემთხვევაში) შეიძლება დაინიშნოს. ამიტომაც, თელავური მატჩი ფრედ დასრულდა და საპასუხო შეხვედრას რომელი გუნდიც მოიგებდა, სერიასაც ის იგებდა.
ერთი ქულით მოგებაც საკმარისი იყო, თუმცა ვსა-მ ბურჯი არ დაინდო და 49 ქულით დაამარცხა. გამარჯვებულებმა ქულების გროვებით გული იჯერეს, რომელთა შორისაც ჯერმეინ ჰედი გამოირჩა – 21 ქულა, 10 პასი. 17 ქულა მიითვალა ქსავიერ ჰილ. მეისმა ხოლო 16 დავით კაკუშაძემ. ხანგრძლივი ტრავმის შემდეგ კაკუშაძე დაუბრუნდა ვსა-ს და ამ გუნდს, რომელიც ყველა ტურნირში საკმაოდ კარგად ასპარეზობს, დამატებითი მუხტი შემატა. თელაველთაგან ერთადერთი მოთამაშე ასცდა 10-ქულიან ზღვარს – აიზია უილკინსმა 14 ქულა მოაგროვა.
ვსა მეოთხედფინალში მეტოქეს ამრა-რაშის წყვილიდან ელოდება. ამ გუნდების სერიის პირველი მატჩი რაშმა 7 ქულით მოიგო. საპასუხო შეხვედრა კი 27 იანვარსაა.
GBF.GE