ვუერთდები მეუფე იობის ნათქვამს, სახელმწიფო სამართალს არ ემსახურება – მეუფე დოროთე

6 hours ago 4

2

არქიმანდრიტმა დოროთემ მხარი დაუჭირა მეუფე იობის განცხადებას და აღნიშნა, რომ მისი შეფასება ხელისუფლების შესახებ იყო ზუსტი და სამართლიანი. დოროთეს თქმით, ქვეყანაში არსებული ვითარება საჭიროებს ეკლესიის წარმომადგენელთა ერთიან პოზიციას სიმართლის დასაცავად. მან ასევე უარყო ანდრია ჯაღმაიძის ბრალდება, თითქოს პატრიარქს შეურაცხყოფა მიაყენა, და აღნიშნა, რომ პირიქით – თავად იცავს როგორც პატრიარქის, ისე ეკლესიის ღირსებას.

მეუფე დოროთეს განცხადებით, ახლა ყველას ვალდებულებაა ხმა ამოიღოს და ხალხის მხარეს დადგეს.

“მე ვუერთდები მეუფე იობის ნათქვამს და სწორი თქვა. მან თქვა, რომ როდესაც მთავრობა სახელმწიფო სამართალს არ ემსახურება, ის ავაზაკების კრებული არისო და სწორი შეფასებაა, ზუსტი შეფასებაა. სხვა დანარჩენი, ან შეშინდნენ, ან ისე ხედავენ, როგორც ეს მთავრობა ხედავს.

რაც შეეხება ანდრია ჯაღმაიძის განცხადებას, ჩემზე რომ განაცხადა, თითქოს მე პატრიარქს ვაყენებდი შეურაცხყოფას, ეს არასდროს მომხდარა. პირიქით, მე ვარ ის, ვინც იცავს პატრიარქის ღირსებას და ეკლესიის ღირსებას, რომლის გამოც მე ანდრია ჯაღმაიძემ რაც უქნა მამა იალიას, რომ ხელით შეეხო, ის გაღიზიანებულია, იმიტომ, რომ მე პატრიარქს ვიცავ და თვითონ ხმას ვერ იღებენ და ვამბობ, რომ დაიცავით პატრიარქი, დაიცავით ეკლესია.

რაც შეეხება მღვდელმთავარი იქნება თუ მღვდელი, მე არავინ მჭირდება, რომ მე დამიდგეს – არა, სიმართლის მხარეს უნდა იდგეს ყველა, რადგან ქრისტე იგმობა ერთი ჯგუფის მიერ ეკლესიაში და სამართალი იგმობა და ნადგურდება სახელმწიფოს მიერ. აქ ყველა ვალდებულია, რომ ხმა ამოიღოს და ერის და ხალხის მხარეს დადგეს, – ამბობს მეუფე დოროთე. 

ურბნისისა და რუისის მიტროპოლიტი მეუფე იობი წმინდა სინოდის ერთადერთი წევრი აღმოჩნდა, რომელმაც კომენტარი ქვეყანაში მიმდინარე რეპრესიების შესახებ გააკეთა. მან „შაბათის ეთერთან“ საუბარში განაცხადა, რომ თუ ხელისუფლება სამართალსა და სიმართლეს არ ემსახურება, ის ავაზაკთა ჯგუფად იქცევა.

სრულად წაკითხვა