5
PSP ჯგუფი ვუერთდებით საყოველთაო გაფიცვას, ორი მოთხოვნით: ჩატარდეს ახალი, გამჭვირვალე, უმაღლესი სტანდარტის საპარლამენტო არჩევნები და განთავისუფლდნენ პოლიტპატიმრები. ერთი სიტყვით – ვითხოვთ სამართლიანობას!, – ამის შესახებ დამოუკიდებელი დეპუტატი, კახა ოქრიაშვილი სოციალურ ქსელსი წერს.
მისი თქმით, რადგან PSP ჯგუფი წარმოადგენს სამედიცინო კომპანიას, ისინი რამდენიმე საათით ვერ შეაჩერებენ მუშაობას.
“ამიტომ ვაჩერებთ ჩვენს საქმიანობას 5 წუთით, თუმცა ეს პროტესტიც იქნება იმგვარი, რომ ამ 5 წუთის განმავლობაშიც ერთმა მორიგე ფარმაცევტმა უზრუნველჰყოს გადაუდებელი შემთხვევების მომსახურება“, – წერს დამოუკიდებელი დეპუტატი.
PSP ჯგუფი ვუერთდებით საყოველთაო გაფიცვას, ორი მოთხოვნით: ჩატარდეს ახალი, გამჭვირვალე, უმაღლესი სტანდარტის საპარლამენტო არჩევნები და განთავისუფლდნენ პოლიტპატიმრები. ერთი სიტყვით – ვითხოვთ სამართლიანობას!
რაკი PSP ჯგუფი წარმოადგენს სამედიცინო კომპანიას, ჩვენ არც მორალური და არც სამართლებრივი უფლება არ გვაქვს, რამდენიმე საათით სრულად შევაჩეროთ მუშაობა. ამიტომ ვაჩერებთ ჩვენს საქმიანობას 5 წუთით, თუმცა ეს პროტესტიც იქნება იმგვარი, რომ ამ 5 წუთის განმავლობაშიც ერთმა მორიგე ფარმაცევტმა უზრუნველჰყოს გადაუდებელი შემთხვევების მომსახურება.
ალბათ, ახსნას არავისთვის საჭიროებს, რომ გადაუდებელი ოპერაცია ვერ გადაიდება, რეანიმაცია მუშაობს ვერ შეაჩერებს, აფთიაქში მოსულ მაღალწნევიანს უკან ვერ გავაბრუნებთ, ცოტა ხანში მობრძანდიო. ამ ფონზე, ჩვენი პროტესტი წარიმართება ასე: აფთიაქში იქნება მორიგე, გადაუდებელი შემთხვევებისთვის, ხოლო დანარჩენი თანამშრომლები შეურთდებიან პროტესტს 5 წუთის განმავლობაში, – წერს ოქრიაშვილი.