,, ვუთხარი პოლიციიას, ეს ვერ არის კარგად და წაიღეთ ეს იარაღებითქო. წაიღეს და უკან დააბრუნეს” – ნიკა კაპანაძის დედა

1 hour ago 2

2

როგორც 17 წლის ბიჭის მკვლელის, ნიკა კაპანაძის დედა, დოდო ოდიშარია ,,ტვ პირველს” უყვება, მის შვილს ნიკა თავის სახელზე რეგისტრირებული სამი იარაღი ჰქონდა.

,,იარაღი გაფორმებული ჰქონდა. სანამ ფსიქიატრიული პრობლემები ექნებოდა, მანამდე ჰქონდა გაფორმებული. ეს მე პოლიციასაც ვუთხარი, იყო ისეთი შემთხვევა ჩემს მიმართაც დაიწყო … რა გამოვიდა, ერთთვიანი შემაკავებელი დაუწერეს. კი არ შემხებია, სკამებს ამტვრევდა. მაშინ ვუთხარი პოლიციიას, ეს ვერ არის კარგად და წაიღეთ ეს იარაღებითქო. წაიღეს და უკან დააბრუნეს. 4 წელია იმის მერე. ისე სამი იარაღი აქვს, რომელიც გაფორმებული აქვს ძველი, ხმარებაში ახლა ერთი ჰქონდა. იწვა კლინიკაში თემქაზე, წამალში გერმანიიდან ჩამოჰქოდნათ, 800 ევროს ვიხდიდი. ვერ წარმოვიდგენდი, რომ იმ კაცს მოკლავდა”, – ამბობს მკვლელის დედა.

სრულად წაკითხვა