ვხედავთ თუ როგორ უკომპრომისო ბრძოლას აწარმოებს პროკურატურა დანაშაულთან მიმართებაში, მაგრამ არც ჰუმანური მიდგომები ავიწყდება – ნინო ფოჩხუა

14 hours ago 6

ექსპერტი ნინო ფოჩხუა ნინო დათაშვილის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ასე ეხმაურება:

„მიუხედავად ჩადენილი დანაშაულისა, რომელიც ყველა განვითარებულ ქვეყანაში ბევრად მკაცრ სასჯელს ითვალისწინებს, საქართველოს პროკურატურა ამ ქეისს მიუდგა ჰუმანურობის მაღალი სტანდარტით.

ყველა ვხედავთ თუ როგორ უკომპრომისო ბრძოლას აწარმოებს საქართველოს პროკურატურა დანაშაულთან მიმართებაში, მაგრამ არც ჰუმანური მიდგომები ავიწყდება, რისთვისაც მადლობა მათ.

აღარ მინდა პარალელი გავავლო სააკაშვილის პროკურატურის მუშაობასთან დღევანდელი პროკურატურის მუშაობა, მაგრამ არც დავიწყება შეიძლება.

დღევანდელი ხელისუფლების მუშაობის პრინციპი მაღალ სტანდარტზეა ასული, ადამიანი უპირველეს ყოვლისა.“

სრულად წაკითხვა