WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე რუსეთ-უკრაინის ომის მსვლელობასთან დაკავშირებით კონკრეტულ შეფასებებს, განმარტებებს და მინიშნებებს აკეთებს:

ვინც რუსეთ-უკრაინის (დასავლეთის) ომის მსვლელობას მეტნაკლებად რეგულარულად აკვირდებით, აუცილებლად შეამჩნევდით ერთ ძალიან მნიშვნელოვან, მე ვიტყოდი სტრატეგიულად მნიშვნელოვან ტენდენციას.

თუკი 1-1,5 წლის წინ უკრაინას ერთ გაშვებაზე მხოლოდ 300-მდე დრონის მიმართვა შეეძლო რუსეთზე და შეზღუდულ არეალზე, წუხელ 16 აგვისტოს, ამ რიცხვმა 822(!) შეადგინა გაცილებით უფრო ფართო გეოგრაფიით და შესაბამისად უფრო მასშტაბური ზიანის მიყენებით.

რა თქმა უნდა, ეს ყოველივე შეუძლებელი იქნებოდა დასავლეთის და მისი მოკავშირეების ინტენსიური ფინანსურ-ტექნიკური და სამხედრო დახმარების გარეშე. გუშინ პუტინ-ტრამპის ალიასკაზე შეხვედრის წლისთავი იყო, და ალბათ “შესანდობარი” უნდა დაილიოს მისი გარდაცვალების, რადგანაც იქ მიღწეული “შეთანხმებებიდან,” რქები და ჩლიქებიც კი აღარ დარჩა. ამაზე ადრეც დამიწერია მეც და სხვებსაც.

რუსეთს კი უკვე მოთმინება ეწურება და გუშინწინ აშშ-ს და თურქეთს ლამის ულტიმატუმი წაუყენა, რომ სამშვიდობო მედიატორის და უკრაინასთვის იარაღის მიმწოდებლის სტატუსები ერთმანეთთან შეუთავსებელია“, – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე ზაალ ანჯაფარიძე.