“დიდი მადლობა, მამაო, მეამაყები. გამწარებული მეომარი მამა, ზაალ ლატარია.“- წერს უკრაინაში მებრძოლი ქართველი, ზაალ ლატარია. “
ზაალ ლატარიას ვუსამძიმრებ ქალიშვილის გარდაცვალების გამო. მხარდაჭერას ვუცხადებ. ქუთაისში, ვარდიგორის წმიდა სამების სავანეში შეუძლია დაასვენოს. დამირეკონ... ერთი სულის გადარჩენა მირჩევნია, ვიდრე ათასი საყვედურის მოსმენას. [...]ერთი დაკარგულისთვის ღირს ჯოჯოხეთში ჩასვლა და ამოყვანა ცეცხლის ალისაგან. ვლოცულობ ლანასათვის და არ მივცემ ბოროტ ძალებს რომ დაღუპონ მისი სული," - დაწერა გუშინ მღვდელმა ექვთიმე სარალიძემ სოციალურ ქსელში.
უკრაინაში მებრძოლმა ქართველმა, ზაალ ლატარიამ სოციალურ ქსელში დაწერა: "ეკლესიებმა უარი მითხრეს შვილის დასვენებაზე, ჩემს შვილს მე დავიტირებ ჩემთან, სახლში. გასვენება ხუთშაბათს 6 აგვისტოს, 16:00 საათზე, ზუგდიდი - თავისუფლების ქუჩა 15..."
წყარო: palitravideo.ge

56 minutes ago
2







English (US) ·
Georgian (GE) ·