სააგენტო "პარალელი"
ზაზა ბიბილაშვილი: “მტრისგან სამშობლოს დაცვას ასაკი არ გააჩნია”
,,ჭავჭავაძის კვლევითი ცენტრის” დამფუძნებელი, ზაზა ბიბილაშვილი Facebook-ის პირად გვერდზე სტატუსს აქვეყნებს, სადაც საუბრობს ახალგზარდების წინააღმდეგ განხორციელებულ ზეწოლასთან დაკავშირებით:
,,ბავშვებს ნუ წირავთო, წამოვიდა კაგებეს გაცვეთილი მესიჯბოქსი კობახიძე-თეთრუაშვილებისგან. აქა-იქ შემორჩენილ ,,მექოცი არა ვარ, მაგრამებს” განვუმარტოთ:
ეს ახალგაზრდები “ბავშვები” არ არიან!
დავით აღმაშენებელი 16 წლის იყო სელჩუკების დედისხვნა რომ დაიწყო.
“ბავშვი” იყო 18 წლის მარო მაყაშვილი, როცა ირაკლი კობახიძის სულიერ წინაპრებს ებრძოდა?
თუ 23 წლის გიორგი ანწუხელიძე იყო “ბავშვი”, როცა მტერს თავი არ დაუხარა?!
მტრისგან სამშობლოს დაცვას ასაკი არ გააჩნია. სამშობლოს შეგნებულ დამცველებს “ბავშვები” უწოდო, ისევ თქვენზე მეტყველებს. და იმაზე, თუ სად დგახართ ამ ისტორიული ბრძოლაში”, – წერს ზაზა ბიბილაშვილი.
ავტორი
ნინი ხიჯაკაძე
ზაზა ბიბილაშვილი: “მტრისგან სამშობლოს დაცვას ასაკი არ გააჩნია”
პარალელი