“ზაზა ოქუაშვილმა გადაწყვიტა, გააკეთოს ის, რაც ივანიშვილს სჭირდება – დახუროს მთავარი არხი” – გიორგი გაბუნია

1 week ago 4

ზაზა ოქუაშვილმა გადაწყვიტა ჩაერთოს “ოცნებისგან” წამოწყებულ ძალადობაში და დახუროს “მთავარი არხი”- ამის შესახებ საგანგებო ბრიფინგზე “მთავარი არხის” გენერალურმა დირექტორმა, გიორგი გაბუნიამ განაცხადა.

მთავარი არხის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა გადაწყვიტა, ფაქტობრივად, თავადაც ჩაერთოს “ქართული ოცნებისგან” წამოწყებულ მასობრივ ძალადობაში და მის ხელთ არსებული საშუალებებით თავადაც იძალადოს ჩვენს ჟურნალისტებზე, რათა მათი მუშაობა შეუძლებელი გახადოს. იმის ნაცვლად, რომ ამ ვითარებაში დამფუძნებელი ყველაფერს აკეთებდეს თავისი გუნდის დასახმარებლად.

ზაზა ოქუაშვილმა გადაწყვიტა, გააკეთოს ის, რაც დღეს ბიძინა ივანიშვილს ძალიან სჭირდება. ზაზა ოქუაშვილმა გადაწყვიტა დახუროს მთავარი არხი”, – ამბობს გიორგი გაბუნია.

სრულად წაკითხვა