21.07.2026
უკრაინის ქალაქ ზაპოროჟიეზე რუსეთის თავდასხმის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა და 13 დაშავდა. ინფორმაცია ზაპოროჟიეს საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ივან ფედოროვმა გაავრცელა.
დაიღუპა 67 წლის ქალი, 62 და 49 წლის კაცები.
ფედოროვის თქმით, რუსულმა ჯარებმა მართვადი ავიაბომბებით დარტყმები საოლქო ცენტრის საცხოვრებელ კვარტლებზე მიიტანეს.
ერთ-ერთი დარტყმის შედეგად ცხრა სართულიან კორპუსში სადარბაზოს ნაწილში ცეცხლი გაჩნდა, დაზიანდა კიდევ ერთი მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლიც. დაიწვა რამდენიმე ავტომობილი.
რუს სამხედროებს დარტყმაზე კომენტარი არ გაუკეთებიათ.

3 hours ago
4







English (US) ·
Georgian (GE) ·