ზაპოროჟიეში რუსეთის სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 9-მდე გაიზარდა

1 week ago 6

რუსეთის მიერ წუხელ ზაპოროჟიის ცენტზე განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 9-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ივან ფიოდოროვმა განაცხადა.

"ექიმების ძალისხმევის მიუხედავად, საავადმყოფოში კიდევ ერთი დაჭრილი გარდაიცვალა", - დაწერა ფიოდოროვმა ინტერნეტში.

10 დეკემბერს, დაახლოებით 15:00 საათზე, რუსეთის არმიამ სარაკეტო შეტევა განახორციელა ზაპოროჟიეს ცენტრში. გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, დარტყმის შედეგად, განადგურდა კერძო კლინიკის შენობა და მის გვერდით მდებარე კაფე, აფეთქების ტალღამ და ნამსხვრევებმა დააზიანა მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსები და ადგილობრივი მოსახლეობის მანქანები.

11 დეკემბერს ზაპოროჟიეს რაიონში გლოვა გამოცხადდა.

6 დეკემბერს ზაპოროჟიეზე რუსეთის იერიშის შედეგად 10 ადამიანი დაიღუპა. დაიჭრა 26 ადამიანი, მათ შორის სამი ბავშვი, რომელთაგან ერთ-ერთი სამი თვისაა.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს 10 დეკემბრის იერიშზე კომენტარი არა გაუკეთებია. მოსკოვი უარყოფს უკრაინის სამოქალაქო ობიექტებზე თავდასხმებს.

სრულად წაკითხვა