"ზარი დიდი სარაგბო ოჯახისთვის, ქართველები მოვდივართ!" - რაგბის კავშირის პრეზიდენტი

8 hours ago 4

საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტმა იოსებ ტყემალაძემ ქართული ფრენჩაიზის, "შავი ლომის" მნიშვნელობასა და პერსპექტივებზე ისაუბრა:

“ვფიქრობ, ‘შავი ლომი’ ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული პროექტია, რომელმაც ეროვნული ნაკრების მაღალი შედეგების მიღწევა განაპირობა. გუნდის შემადგენლობის დაახლოებით 50-60% ეროვნული ნაკრების მოთამაშეებითაა დაკომპლექტებული, დაახლოებით 20% განვითარების ჯგუფიდან, 18 და 20-წლამდელებიდან ამოდიან, ხოლო 20%-ს უფრო ასაკოვანი მოთამაშეები შეადგენენ, რათა გუნდის მდგრადობა შენარჩუნდეს

"ერთი თამაში მიმდინარე სეზონშიც უკვე მოვიგეთ, დავამარცხეთ ფრანგული ‘ვანი’ და თუ 11 იანვარს "ბიონასთანაც" გავიმარჯვებთ, ჯგუფიდან გასვლის ძალიან დიდი შანსი გაგვიჩნდება, რაც კიდევ ერთი ზარი იქნება დიდი სარაგბო ოჯახისთვის, რომ ქართველები მოვდივართ! და ამ კუთხით ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გულშემატკივრის ფაქტორი იქნება, რომელთა სიმრავლე ერთის მხრივ ბიჭებისთვისაა მნიშვნელოვანი და მეორეს მხრივ ქართული რაგბის წინსვლისთვის, რათა მომავალში კიდევ უფრო მაღალი დონის ტურნირები ვითამაშოთ" - აღნიშნავს ტყემალაძე რაგბის კავშირის პრეს-სამსახურთან საუბრისას.

"შავი ლომი" ქართული რაგბის ქომაგებს 11 იანვარს "მიხეილ მესხზე" ელოდება. ის ჩელენჯ თასის უმნიშვნელოვანეს მატჩში, 19:15 საათზე ტოპ 14-ის "ბაიონას" ეთამაშება და გამარჯვების შემთხვევაში ფლეი ოფში პირველად გასვლის კარგი შანსი ექნება.

სრულად წაკითხვა