“სტრატეგია აღმაშენებლის” ერთ-ერთი ლიდერი “ქართული ოცნების” წევრის, ირაკლი ზარქუას კონკრეტულ შეფასებებს ეხმაურება, ოპოზიციონერ ლიდერ გიორგი ვაშაძესთან მიმართებაში:
““რუსთავი 2”-ის ეთერში ჩემი გამოსვლის შემდეგ, ივანიშვილის ერთ-ერთ მაძღარ მონას, ზარქუას უსაუბრია – თითქოს გიორგი ვაშაძეს და სხვა ოპოზიციის ლიდერებს ქუჩაში სიარულიც კი არ შეუძლიათ. სინამდვილეში თვითონ ვერ დადიან ქუჩაში და ზარქუა, როგორ ჩანს, თავისი შიშის ამბავს ყვებოდა.
შეგახსენებთ, რამდენიმე თვის წინ გიორგი ვაშაძეზე ნამდვილად განხორციელდა ფიზიკური თავდასხმა „ქოცების” წახალისებული „ტიტუშკის” მხრიდან – სპეციალურად გალესილი საგნით თავისა და ყელის არეში მიაყენეს დაზიანება.
და დღეს რა გვაქვს? – თავდამსხმელის ვინაობა ცნობილია მაგრამ გამოძიება არ მიმდინარეობს, თავდამსხმელი თავისუფალია, ე.წ. ხელისუფლება კი დუმს, რადგან თანამონაწილეა!
მაგრამ ეს არ არის მთავარი. მთავარია, რას აკეთებს ზარქუა და მისი პოლიტიკური პატრონი ივანიშვილი:
იმეორებენ პუტინის პროპაგანდას, დასავლელ პარტნიორებზე ავრცელებენ სიცრუეს, ბლოკავენ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას, ტოვებენ ქვეყანას მარტოს და დაუცველს.
ეს უკვე ჩვეულებრივი პოლიტიკა აღარ არის – ეს არის ღალატი. ეს არის ნამდვილი რუსული საქმე და ვინც ამ საქმეს აკეთებს პირდაპირ მტერს ემსახურება”, – აცხადებს პაატა მანჯგალაძე.