ზახაროვას თქმით, ზურაბიშვილის ქმედებები „საქართველოს შესაბამისმა ორგანოებმა“ უნდა შეაფასონ

2 weeks ago 22

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის პრესსპიკერი საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს აკრიტიკებს და ამბობს, რომ მისი ქმედებები სამართლებრივად  „საქართველოს შესაბამისმა ორგანოებმა“ უნდა შეაფასონ.

ამასთან ერთად, ზახაროვამ თავადაც შეაფასა ზურაბიშვილის ქმედებები და თქვა, რომ საქართველოს პრეზიდენტს ან ჭკუა არ აქვს, ან გული, ან სულაც ორივე.

„რაც შეეხება მოწოდებას უწესრიგობისკენ, ანტიკონსტიტუციური მოქმედებებისკენ და მათში ბავშვების მონაწილეობისკენ, იცით, არ შემიძლია წარმოვიდგინო, როგორ მოუწოდებს ზრდასრული ადამიანი ბავშვებს, სკოლის მოსწავლეებს, გამოვიდნენ ქუჩაში, რათა მათი ჯერი დადგა. არ ვიცი, ან უჭკუო უნდა იყოს, ან უგულო, შეიძლება უიშვიათესი შემთხვევაც იყოს — უჭკუობა და უგულობა, მაგრამ მე ეგეთი ხალხი არ მინახავს“, — აცხადებს იგი.

ზახაროვას თქმითვე, მოსკოვი მზადაა საქართველოსთან ურთიერთობის ნორმალიზებისთვის და სჯერა, რომ ქართველი ხალხი „ძალიან სახიფათო თამაშში სხვისი პაიკი არ გახდება“.

სრულად წაკითხვა