„ზებრაზე გადასვლისთვის” დაჯარიმებულმა მოსამართლეს ბორშჩი მიუტანა

1 month ago 13

აქციის მონაწილემ, მსახიობმა მალხაზ ირემაძემ ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეს ბორშჩი მიუტანა, – ინფორმაციას „ბათუმელები“ ავრცელებს.

აქტივისტს 31 იანვრის ღამეს, ბათუმში ზებრა-გადასასვლას ედავებიან.

„ეს ბორშჩი თქვენ. უხორცო ბორშჩია, 80 პროცენტი უხორცო ბორშჩს ჭამს“– თქვა ირემაძემ მანამდე, სანამ მას მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძე ზებრაზე მოძრაობის გამო  5 ათასი ლარით დააჯარიმებდა.

საბოლოოდ, მანდატურებმა ბორშჩით ნახევრად სავსე მინის ქილა აქტივისტს ჩამოართვეს.

სრულად წაკითხვა