„რაც ეს რეცეპტი დავტესტე, სულ ასე ვაკეთებ 3 წელია. სუპერ!“ – წერენ კომენტარებში, სადაც თამო მეფიშვილის ზეთზე მომზადებული მედოვიკის რეცეპტი წერია.
ინგრედიენტები
კვერცხი – 5 ც
ზეთი – 1 ჭ
შაქარი – 250 გ
თაფლი – 4 სკ
სოდა – 1.5 ჩკ
ფქვილი – 5 ჭიქა
ცომი
მოხარშული შესქელებული რძე – 2 ც
კარაქი – 250 გ
ვანილი – 1 ც
მომზადების წესი
ქვაბში მოვათავსოთ ზეთი, შაქარი და თაფლი, დავდგათ ნელ ცეცხლზე, როგორც კი მიიღებს კარამელის ფერს, ვუმატებთ სოდას და გადმოვდგამთ ცეცხლიდან, მასა აქაფდება, შემდეგ ვუმატებთ ათქვეფილ კვერცხს და ვურევთ განუწყვეტლივ, ბოლოს კი ვუმატებთ ფქვილს.
მასას ვყოფთ 7 ნაწილად, საცხობ ქაღალდზე ვაბრტყელებთ და ისე ვაცხობთ 170 °ზე 3-4 წთ ეყოფა, რადგან თხელი ფენებია.
კრემი: ავთქვიფოთ კარაქი გათეთრებამდე, დავუმატოთ მოხარშული შესქელებული რძე და ვანილი, გადავანაწილოთ ფირფიტებზე.
საცხობი ფორმის ზომა: 30 x 40
ჭიქის მოცულობა: 200 მლ