ზელენსკი, ევროპელ ლიდერებთან ერთად, დონალდ ტრამპს ტელეფონით ესაუბრა: “რუსეთზე ზეწოლა უნდა შენარჩუნდეს”

8 hours ago 2

უკრაინის პრეზიდენტი, საფრანგეთის პრეზიდენტი, გერმანიის კანცლერი, ბრიტანეთის პრემიერი და პოლონეთის პრემიერი აშშ-ის პრეზიდენტს ტელეფონით ალბანეთიდან ესაუბრნენ და სტამბოლში უკრაინა-რუსეთის დელეგაციების მოლაპარაკებები განიხილეს.

ამის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს და ფოტოს აქვეყნებს.

“ვესაუბრე აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპს პრეზიდენტ მაკრონთან, ფედერალურ კანცლერ მერცთან, პრემიერ მინისტრ სტარმერთან და ტუსკთან ერთად. განვიხილეთ შეხვედრა სტამბოლში.

უკრაინა მზადაა, რაც შეიძლება სწრაფი ნაბიჯები გადადგას რეალური მშვიდობისთვის და მნიშვნელოვანია, რომ მსოფლიომ მტკიცე პოზიციები დაიჭიროს.

ჩვენი პოზიცია: თუ რუსები უარს იტყვიან სრულ და უპირობო ცეცხლის შეწყვეტაზე და მკვლელობებზე, მკაცრი სანქციები უნდა იყოს. რუსეთზე ზეწოლა უნდა შენარჩუნდეს მანამ, სანამ რუსეთი ომის დასრულებისთვის მზად არ იქნება. მადლობა მსოფლიოში ყველას, ვინც გვეხმარება”,- წერს ზელენსკი.

სრულად წაკითხვა