ზელენსკი ვაშინგტონში ჩავიდა, სადაც ტრამპს შეხვდება

1 hour ago 2

7

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ვაშინგტონში ჩავიდა, სადაც აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს შეხვდება.

„ჩვენი განრიგი შეხვედრებს მოიცავს პრეზიდენტ ტრამპთან, მის გუნდთან და ყველასთან, ვისაც ჩვენი თავდაცვის მხარდაჭერა შეუძლია. ნომერ პირველი პრიორიტეტი ანტიბალისტიკური თავდაცვა და აშშ-თან სტრატეგიული თანამშრომლობაა“, – წერს უკრაინის პრეზიდენტი X-ზე.

ასევე, უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის ცნობით, ვაშინგტონში სენატორი ლინდსი გრემის დაკრძალვის ცერემონიას დაესწრება.

ცნობისთვის, ვოლოდიმირ ზელენსკისა და დონალდ ტრამპს შორის შეხვედრა თეთრ სახლში, თბილისის დროით 17:30 საათზეა დაგეგმილი. უკრაინისა და აშშ-ის პრეზიდენტებს შორის შეხვედრა დახურულ კარს მიღმა გაიმართება.

სრულად წაკითხვა