ზელენსკი: ომს იქ ვაბრუნებთ, საიდანაც მოვიდა

1 hour ago 2

ომს იქ ვაბრუნებთ, საიდანაც მოვიდა – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელ X-ზე წერს.

ზელენსკი ადასტურებს, რომ უკრაინამ კრასნოდარის მხარეში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყა.

მისი თქმით, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა დარტყმა საზღვრიდან 500 კილომეტრში განახორციელა.

„ჩვენ, სამართლიანად, ომს იქ ვაბრუნებთ, საიდანაც მოვიდა. რუსეთს შეეძლო დიდი ხნის წინ დაესრულებინა თავისი აგრესია, მაგრამ ამის ნაცვლად მან მისი გაჭიანურება და გაგრძელება აირჩია. ასე რომ, რუსეთის ნავთობის ინდუსტრიის კიდევ ერთ ობიექტს მივაღწიეთ – არმავირს, კრასნოდარის მხარეში“, – წერს ზელენსკი X-ზე.

სრულად წაკითხვა