ზელენსკი პუტინს: ველით ცეცხლით შეწყვეტას. უკრაინა შეხვედრისთვის მზადაა

19 hours ago 4

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ პირველი კომენტარი გააკეთა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ წუხელ გაკეთებულ განცხადებაზე, რომლითაც მან არსებითად უარყო დასავლეთის მოთხოვნები ორშაბათიდან 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, თუმცა შესთავაზა რუსეთ-უკრაინის პირდაპირი მოლაპარაკებების ჩატარება მომავალ კვირას სტამბოლში.

„ეს კარგის ნიშანია, რომ რუსები საბოლოოდ ფიქრობენ ომის დასრულებაზე“, - დაწერა ზელენსკიმ სოციალურ ქსელში. „მსოფლიოში ყველა დიდი ხანია ამას ელოდა. და ნებისმიერი ომის რეალური დასრულების პირველი ნაბიჯი ცეცხლის შეწყვეტაა.“

„მკვლელობების გაგრძელებას ერთი დღითაც კი აზრი არ აქვს. ჩვენ ველით, რომ რუსეთი დაადასტურებს ცეცხლის შეწყვეტას - სრულ, ხანგრძლივ და საიმედოს - ხვალიდან, 12 მაისიდან და უკრაინა მზადა შეხვედრისთვის“, - დასძინა ზელენსკიმ.

10 მაისს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინას 2022 წელს შეწყვეტილი სტამბოლის მოლაპარაკებების განახლება შესთავაზა და თქვა, რომ მზად არის მოლაპარაკებები 15 მაისიდან, დამატებითი პირობების გარეშე დაიწყოს.

მანამდე გერმანიის, საფრანგეთის, პოლონეთისა და ბრიტანეთის ლიდერებმა პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად მოითხოვეს უპირობო 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტა და გააფრთხილეს მოსკოვი, რომ პუტინის მხრიდან შესაძლო უარს ახალი, „მასშტაბური“ სანქციები მოჰყვება.

სრულად წაკითხვა