ზელენსკი-რუსეთმა 30 რაკეტა და 600-ზე მეტი დრონი გამოიყენა, დაღუპულია 4 ადამიანი

1 hour ago 2

გასულ ღამეს რუსეთმა უკრაინაზე ფრთოსანი რაკეტებისა და დრონების გამოყენებით მასობრივი კომბინირებული იერიში მიიტანა.

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, რუსეთმა 600-ზე მეტი დრონი და 30 ფრთოსანი რაკეტა გამოიყენა, რასაც სამი ადამიანი, მათ შორის, 4 წლის ბავშვი ემსხვერპლა.

ზელენსკის თქმით, თავდასხმის სამიზნე უკრაინის ენერგოსექტორი, სამოქალაქო ინფრასტრუქტურა და “ფაქტობრივად მთელი ყოველდღიური ცხოვრების ინფრასტრუქტურა” იყო.

“ამ დროისთვის, უკრაინის უმეტეს ნაწილში საჰაერო თავდასხმის გამო კვლავ განგაშია გამოცხადებული. ამავდროულად, ყველა შესაბამისი სამსახური დარტყმების შედეგების აღმოფხვრაშია ჩართული”. – თქვა ზელენსკიმ.

ამასთან, უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ შობის წინა დღეებში განხორციელებული დარტყმები “რუსეთის პრიორიტეტების შესახებ უკიდურესად მკაფიო სიგნალს” აგზავნის.

“პუტინს ჯერ კიდევ ვერ ეგუება იმ ფაქტს, რომ უნდა შეწყვიტოს მკვლელობები. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მსოფლიო რუსეთზე საკმარის ზეწოლას არ ახდენს”. – დაამატა ზელენსკიმ.

სრულად წაკითხვა