WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

1

რუსეთი მხარს უჭერს გუნდების დონეზე სამმხრივ შეხვედრას, თუმცა შეხვედრის ვადები უცნობია- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მედიასთან საუბარში განაცხადა.

უკრაინის პრეზიდენტი სტივ უიტკოფის რუსეთის მხარესთან შეხვედრას მნიშვნელოვნად მიიჩნევს.

“მნიშვნელოვანია, რომ დღეს შედგა სტივ უიტკოფის რუსულ მხარესთან შეხვედრა. ჩვენ მივიღეთ გამოხმაურება იმაზე, რომ რუსეთი, როგორც ბრიფინგიდან გავიგეთ, მხარს უჭერს ჩვენი გუნდების დონეზე სამმხრივ შეხვედრას. ამერიკული მხარე ამ შეხვედრის რაც შეიძლება სწრაფად გამართვის წინადადებით გამოდის, ჩვენ მხარს ვუჭერთ ამას. არ ვიცი ამ შეხვედრის საბოლოო ვადები რა იქნება,” – განაცხადა ზელენსკიმ.

მისი თქმით, ამ შესაძლო შეხვედრის დღის წესრიგად რჩება ომის დასრულება, მშვიდობის დაახლოება და ლიდერების დონეზე შეხვედრისთვის მომზადება.

ვნახოთ, ყველაფერი ჩვენზე არაა დამოკიდებული. მხარს დავუჭერთ წინადადებას ცეცხლის შეწყვეტაზეც, ომის დასრულებაზეც, ენერგეტიკულ ცეცხლის შეწყვეტაზეც, და ნებისმიერ ცეცხლის შეწყვეტაზეც, ნებისმიერ შემთხვევაში, და ასევე ჰუმანიტარულ ინიციატივებზე, ტყვეების დაბრუნებაზე და დიპლომატიაზე”, – განაცხადა ზელენსკიმ.