WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა უკრაინის თავდაცვის ძალებს იმ ობიექტებზე მიყენებული დარტყმებისთვის, რომლებიც რუსეთის თავდაცვის მრეწველობას ამარაგებს.

„ჩვენი მეომრები აგრძელებენ სამართლიანად პასუხის გაცემას უკრაინაზე რუსეთის მიერ განხორციელებულ დარტყმებზე. დარტყმა განხორციელდა ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე რიაზანის ოლქში. ჩვენი შორი მოქმედების შესაძლებლობები გამოყენებულ იქნა ნავთობგადამამუშავებელი ობიექტების წინააღმდეგ პერმის მხარესა და თათრეთში, ასევე კურსკის ოლქში მდებარე ბაზის წინააღმდეგ, რომელიც დამრტყმელი დრონების შესანახად და გასაშვებად გამოიყენება”, – დაწერა ზელენსკიმ X-ზე.

მან განაცხადა, რომ დარტყმა ასევე განხორციელდა სამიზნეზე შავ ზღვაში, თუმცა უკრაინის პრეზიდენტს არ დაუკონკრეტებია, რას წარმოადგენდა აღნიშნული ობიექტი.