უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ უკრაინელმა ჯარისკაცებმა კურსკის ოლქში ტყვედ აიყვანეს ორი ჩრდილოკორეელი ჯარისკაცი, რომლებიც რუსების მხარდამხარ იბრძვიან.
"ეს ორი ჯარისკაცი დაიჭრა, მაგრამ გადარჩა, ისინი ჩამოიყვანეს კიევში და მათთან უკრაინის უშიშროების გამომძიებლები მუშაობენ", - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა, რომლის ტელეგრამის ოფიციალურ გვერდზე ტყვეების სურათებია გამოქვეყნებული.
მან აღნიშნა, რომ უშიშროების უწყებას დაავალა ტყვეებთან ჟურნალისტების შეხვედრის უზრუნველყოფა.
"მსოფლიომ უნდა იცოდეს, თუ რა ხდება", - განაცხადა ზელენსკიმ.
რუსეთის ხელისუფლებას ამ ინფორმაციაზე ოფიციალური კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.
უფრო ადრე უკრაინულმა მხარემ კურსკის ბრძლებში რამდენიმე ჩრდილოკორეელი კარისკაცის დაღუპვის შესახებ გაავრცელა ცნობა.